პარ. აპრ 26th, 2024

ფოთში, ნაბადის უბანში მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

,, პაციენტს ქალა-ტვინის მძიმე, ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა და შეშუპება აღენიშნებოდა. იგი ოპერაციაზე შეიყვანეს და გარდაიცვალა,“- განუცხადა ,,msnews.ge“-ს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა სულხან ორჟონიამ.

როგორც ,,msnews.ge“-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდათან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.