შაბ. აპრ 27th, 2024

თვე: სექტემბერი 2014

ირღვევა თუ არა ბაღებში დასაქმებულთა შრომითი უფლებები?

ფოთში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებულებს წლის განმავლობაში ორჯერ უწევთ ერთსადაიმავე თანამდებობაზე დანიშვნის გამო განცხადების დაწერა.

ხობელი დევნილების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია

უკვე ოც წელზე მეტია აფხაზეთიდან დევნილი 5 ოჯახი ხობში, სახოკიას ქუჩაზე, პირველ ნომერში, “გზამშენებელი-1”-ის კუთვნილ შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

ფოთში პედაგოგთა საქალაქო პროფკავშირული ორგანიზაცია აღდგა

ფოთში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების საქალაქო ორგანიზაციის 1 კონფერენცია ჩატარდა,სადაც ორგანიზაციის თავჯდომარედ ინგა გვასალია აირჩიეს, ასევე აირჩიეს საბჭოს წევრები და ყრილობის დელეგატები.

რისთვის ისჯება გამზარდია?

ფოთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მეტალურგიული ქარხნის შპს ,,მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“-ს ყოფილი თანამშრომლის ამირან გამზარდიას მიერ ამავე კომპანიის წინააღმდეგ წამოწყებული შრომით დავასთან დაკავშირებული სარჩელი.

ფოთიდან დევნილები თბილისში ფეხით გაემგზავრნენ

დევნილები საცხოვრებელი ბინების მიღების მოთხოვნით დაწყებული ერთკვირიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ფოთიდან ფეხით თბილისში გაემგზავრნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია.

როდის განახლდება სწავლის პროცესი მე-4 საჯარო სკოლაში?

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. გადაუღებელი წვიმების შედეგად სკოლის შენობა და ყველა საჭირო ინვენტარი მთლიანად დაზიანდა.

ფოთში დევნილებმა საპროტესტო აქციები ისევ დაიწყეს

ფოთში დევნილებმა საცხოვრებელი ბინების მოთხოვნით საპროტესტო აქციები ისევ დაიწყეს. ისინი ამ მოთხოვნით რამდენიმე დღის წინაც პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ.

ვინ აგებს პასუხს ბაზარში გაყიდულ თევზზე?

რედაქციაში ფოთის ბაზარში თევზის სარეალიზაციო ადგილზე არსებული პირობებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა დარეკეს და გვთხოვეს,დავინტერესებულიყავით საკითხით.განაწყენებული მოქალაქეები,გამყიდველების არაკეთილსინდისიერებაზეც მიუთითებდნენ.

სირიაჩქონი – სოფელი, რომელიც წყალს მიაქვს

ბოლოწლებში გახშირებული გადაუღებელი წვიმების გამო რიონმა შეიცვალა მიმართულება და სოფელ სირაჩქონის ბოლოს დამბა თითქმის წაიღო. კიდევ ერთი წყალუხვი წვიმების სეზონი და შეუბრალებელი რიონი, ალბათ, სოფელში დარჩენილ გლეხებსაც წალეკავს.

ნინო კაკულია- „აღარ ვიცხოვროთ? ფეკალში ვიხრჩობით”

ფოთში სარსანიას ქუჩა #7 და #9 მდებარე ხუთსართულიანი სახლების მობინადრეები უკიდურესად შეწუხებულები არიან ეზოში და სახლების სარდაფში არსებული სიტუაციით.

ფოთში პოლიციელმა თავი მოიკლა

ფოთში 28 წლის ახალგაზრდა პოლიციელმა ირაკლი ნანეიშვილმა ბაზრის ტერიტორიაზე თავი მოიკლა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მან დედის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით საფეთქლის არეში ისროლა.

კანალიზაციის მოწესრიგებამდე, ქალაქი ფეკალში იძირება და სუნში იხრჩობა

ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსების მოსახლეობა სარდაფებში კანალიზაციის მილების შეკეთებასა და წყლის ამოტუმბვას წლებია ითხოვს. რედაქციაში ამ პრობლემით შეწუხებულმა მოქალქეებმა მოგვმართეს.

გვაზავების ოჯახი დაპირებების მიუხედავად ისევ გაჭირვებაში ცხოვრობენ

ელენე გვაზავას შვიდსულიანი ოჯახი უკვე წლებია უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და ყოველთვიურად სახელმწიფო დახმარებას 348 ლარის ოდენობით იღებს.

უბინაო დევნილები და ყოველი მეორე დაკეტილი ბინა ახალ რაიონში

ფოთში ახალ დასახლებაში სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, 4 000 დევნილი ჩაასახლეს მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა და უკვე ახალი რაიონი დაცარიელებულია. ამის უმთავრესი მიზეზი უმუშევრობაა.

ფოთის აგრარული ბაზრის შესასვლელი ისევ ჩაკეტილია

ფოთის აგრარული ბაზრის გარემოვაჭრეების დახლებით ჩახერგილი ცენტრალური შესასვლელი დღემდე „აქილევსის ქუსლად“ რჩება. ბაზრის ადმინისტრაციასა და გარემოვაჭრეებს შორის ამ საკითხზე მუდმივი დავა მიმდინარეობს.