პარ. აპრ 26th, 2024

ფოთში სოციალურ მუშაკთა სატრენინგო კურსში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო 40-მდე აპლიკანტმა, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ შშმ პირებთან, მიუსაფარ ბავშვებთან და ხანდაზმულებთან.
კონკურსის შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და შეირჩევა 25 ადამიანი.

პროექტი ხორციელდება ფოთის მუნიციპალიტეტისა და შვედეთის ქალაქ ოსტამარს შორის თანამშრომლობის შედეგად, ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.(SIDA)
კურსებს გაუძღვებიან საზოგადო საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და სხვა საექსპერტო წრეების მოწვეული ტრენერები და მოიცავს 4 ეტაპს.

პირველი ეტაპი – 28 მაისი – 1 ივნისი; მეორე ეტაპი – 16-20 ივლისი, მე-3 და მე-4 ეტაპი 2019 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.