პარ. აპრ 19th, 2024

Vivusge-ს ბლოგი ხშირად აქვეყნებს სტატიებს, რომლებიც ფინანსების სწორად მართვასთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევს საშუალო ფენის წარმომადგენლებს.

ეს სტატიაც Vivusge-ს ბლოგის მიერ არის მომზადებული და მოიცავს კონკრეტულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარი ფინანსური ცხოვრების კეთილმოწყობაში.

რჩევა N1 – იქონიეთ ფინანსური დანაზოგი.
ფინანსური ექსპერტების აზრით, მატერიალური კეთილდღეობისთვის აუცილებელია, რომ ხარჯვის პარალელურად, ფულის დაზოგვითა და გადადებითაც აქტიურად იყოთ დაკავებული.
მაგალითად, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის ნახევარზე მეტს, შავი დღისთვის მინიმუმ ათასი აშშ დოლარი აქვს გადადებული.

რჩევა N2 – ფინანსური შემოსავლის ზრდის პარალელურად, გაზარდეთ თქვენი ფინანსური დანაზოგის ოდენობა.
კარგი იქნება თუ ამ რჩევას, თქვენი კარიერის დასაწყისშივე გაითვალისწინებთ.

რჩევა N3 – ნუ დახარჯავთ ფულს იმ ნივთების შესაძენად, რომლებიც რეალურადა არ გჭირდებათ.
ეს რჩევა უნდა გაითვალისწინოთ მაშინაც კი, როდეცას მოულოდნელად მიიღებთ დამატებით ფინანსურ შემოსავალს.

რჩევა N4 – ნუ დახარჯავთ ფულს სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით.
ექსპერტთა აზრით, ეს გახლავთ, ფულთან არასწორი დამოკიდებულების ერთ -ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული შემთხვევა.

რჩევა N5 – რაც შეიძლება მალე დაიწყეთ ფულის გადადება საპენსიო ასაკისთვის.
ამ რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენი თავი მომავლიდან, ძალზედ მადლიერი იქნება.

რჩევა N6 – განახორციელეთ ინვესტირება საკუთარ თავში.
არ დაინანოთ ფული საკუთარ განათლებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებასა და საკუთარი ცოდნის არეალის გაფართოებაზე.
სწორი გათვლებით მოქმედების შემთხვევაში, აღნიშნული ინვესტიციები გაათმაგებულად დაგიბრუნდებათ უკან.
საკუთარ თავში ინვესტირება ასევე მოიცავს, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის აუცილებელი ხარჯების გაწევასაც.
რაც უფრო ჯანმრთელი იქნება თქვენი ორგანიზმი, მით უფრო მდიდარი იქნებით ენერგიით და მით უფრო პროდუქტიული იქნება თქვენი საქმიანობა.
პროდუქტიულ საქმიანობას კი ადამიანი ფინანსურ წარმატებამდე მიყავს.

რჩევა N7 – მოუსმინეთ საკუთარ თავს.
ადამიანი ყველაზე დიდ წარმატებას აღწევს მაშინ, როდესაც მოსწონს საქმე, რომელსაც აკეთებს.
არსებობს მოსაზრება, რომ საქმე რომელიც მოგწონთ, არის თქვენი მოწოდება და თუ იმას აკეთებთ რაც თქვენი მოწოდებაა, წარმატება გარანტირებული გაქვთ.

წარმატებას კი ისევ და ისევ მივყავართ ფინანსურ კეთილდღეობამდე.
ამიტომ, მოუსმინეთ საკუთარ თავს, ჰკითხეთ მას რომელი საქმიანობით სურს, რომ დაკავდეს და სწორი პასუხის გაგების შემდეგ, გადადით მოქმედებაზე.

მოქმედებაზე გადასვლა კი იმ საქმიანობისთვის ხელის მოკიდებას ნიშნავს, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

Vivusge გისურვებთ ფინანსურ კეთილდღეობას და შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი სესხი სწრაფად და მარტივად, 30 დღის ვადით.