სამ. მარ 19th, 2024

თვე: ნოემბერი 2014

ნიკო კუცია მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჭიდაობა ,,სამბოში”’გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში, ფოთელმა მოჭიდავემ ნიკოლოზ კუციამ წარმატებით იასპარეზა. კუციამ ჩემპიონატში მე–3 საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ხუთი ფოთელი ძალოსანი ოქროს მედლის მფობელია

უკრაინის ქალაქ ლუდსკში ძალისმიერ სამჭიდში ევროპის თასის გათამაშება გაიმართა. თასის გათამაშებაში მონაწილეობას ღებულობდა ევროპის 14 ქვეყნის ნაკრები გუნდი.

ფოთის საკრებულოს ახალი წევრი ყავს

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ წევრ ლევან ჩოჩიას გავიცემერების შემდეგ გამონთავისუფლებული ადგილი რიგითობის მიხედვით კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა,თბილისელმა მაია ჩხარტიშვილმა დაიკავა.

ფოთის სასწრაფო დახმარების ცენტრს ხუთი ავტომობილი გადაეცა

ფოთის სასწრაფო დახმარების ცენტრს ხუთი ავარიული ავტომანქანა სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ახალი ავტომანქანებით ჩაუნაცვლეს.

ფოთში რკინიგზელებიც გაიფიცნენ

“საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთა აქციას ფოთის რკინიგზელებიც შეუერთდნენ.გაიფიცნენ სალიანდაგო განყოფილების თანამშრომლები და არსებული სამუშაო პირობები გააპროტესტეს.

ფოთელ მედიკოსებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამედიცინო პერსონალი ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

კიდევ ერთი ახალგარემონტებული ბაღი ფოთს

ფოთის მე-6 საბავშვო ბაღმა “ახალმოსახლეობა” იზეიმა. იგი იაპონიის საელჩოს დახმარებით გარემონტდა. საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში გახლდათ, მაგრამ მის გარემონტებას ვერ დაადგა საშველი.

ფოთელი მოკრივის ამერიკული წარმატება

2014 წლის 8 ნოემბერს აშშ–ს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან–ფრანცისკოში კრივში მსოფლიო ჩემპიონობისთვის სარეიტინგო ბრძოლა გაიმართა. ბრძოლაში ფოთელი მოკრივე ლევან ღვამიჩავა (64 კგ წონითი კატეგორია) მონაწილეობდა.

ფოთელები „ფაზისობას” ისევ იზეიმებენ…

2005 წლიდან მივიწყებული ტრადიციული დღესასწაული „ფაზისობა“ 9 ნოემბერს ისევ გაიმართება. ფოთი ისევ იზეიმებს „ფაზისობას“. ამ დღეს ფოთის მოსახლეობა დიდ სანახაობას იხილავს.