პარ. აპრ 26th, 2024

ფოთს ფინეთის ელჩი არია მაკონენი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. შეხვედრა გაცნობით-საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. ფინეთის ელჩს ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები ვიცე-მერი ლევან ჩოჩიამ და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია შეხვდა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის, ურთიერთობების გაღრმავების პერსეპექტივებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. ფინეთის ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მისი საქართველოში მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას.

ფინეთის ელჩი ასევე სტუმრობდა ფოთის პროფესიული კოლეჯ „ფაზისს „ რომელმაც მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ პროფესიული განათლების პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსში.

პროექტი ხორციელდება კონსორციუმის სხვა წევრებთან ერთად, რომელთა შორისაა ფინეთის ლიტვიის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც თევზის ინდუსტრიის სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. პროექტის განხორციელების ძირითადი მიდგომაა პროფესიული განათლება და გადამზადება დაუკავშიროს წარმოების სფეროში დამატებითი ღირებულებების შექმნის უწყვეტ ჯაჭვს თევზის მოშენებიდან მის რეალიზაციამდე.