პარ. მაი 3rd, 2024

მალე ხობელებს მოუწევთ იზრუნონ ქალაქის სისუფთავეზე, დაიცვან ნარგავები და ქალაქი დაბინძურებისგან. ხობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის

სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია როგორც გვეუბნება, ქალაქის განაშენიანების საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, ქალაქი გალამაზდება ვარდის სხვადასხვა ჯიშებით. უკვე გაშენდა ახალი სკვერი, სადაც დაირგო ტეგეტესა და სალვიას ნერგები:

,,ხობში შემოგვაქვს 9200 ვარდის ნერგი, აგრეთვე 4800 ტეგეტესი და სალვია 4800. შ.პ.ს ,,მკურნალის“ წინ აგრეთვე დაირგვება სომხური ვარდიც. ქალაქში ურნების პრობლემა გვქონდა, გუბერნიაში ჩატარდა თათბირი და გამოცხადდა კონსოლიდირებული ტენდერი, რის შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტს გადაეცემა სანაგვე ურნები. აგრეთვე ხობის რაიონის ცენტრალურ გზებზე გარე განათების ბოძები აღირიცხება, შემდეგ კი შევღებავთ“.

ანტონ ვარდიასავე თქმით, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე შედის კანონ-პროექტი

,,მუნიციპალიტეტებში ძაღლის და სხვა შინაური ცხოველების მიერ მცირე ფეკალური მასით დაბინძურების შესახებ’’.
ასეთ შემთხვევებში ცხოველის მფლობელი დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით. დაჯარიმებას მოახდენს როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე გარემოს დაცვის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური.