შაბ. აპრ 20th, 2024

ფოთის მერიამ საზღვაო ნავსადგურს სასამართლო დავა მოუგო. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს

სარეჟიმო ტერიტორიაზე მდებარე საზღვაო სადგურის შენობის დემონტაჟის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე და შესაბამისად კანონიერად ცნო ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კაკულიას 2015 წლის 9 მარტის N 144 ბრძანება.

აღნიშნული ბრძანება, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ხელმძღვანელობამ გაასაჩივრა ფოთის საქალაქო სასამართლოში, განხილვაში მოპასუხე ფოთის მერიასთან ერთად , მესამე მხარედ ჩართული იქნა ფოთის საზოგადოებრივი აზრის დარბაზი. ამ საკითხის ირგვლივ გაიმართა ოთხი სასამართლო სხდომა, სასამართლოს გადაწყვეტილებით , მოხდა საზღვაო ვაგზლის შენობის დათვალიერება.

სარჩელის მოპასუხის-ფოთის მერიისა და მესამე მხარის -ფოთის საზოგადოებრივი დარბაზის არგუმენტის საფუძვლზე , ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება – არ დააკმაყოფილა კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ სარჩელი.