კვი. აპრ 28th, 2024

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას  ფოთელი  ექიმებიც შეუერთდნენ. თეთრი ხალათების  5 წუთიანი მდუმარე  აქცია დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა 12:00 საათზე.

„ჩვენ როგორც ექიმები, როგორც ქართველები და როგორც მოქალაქეები მხარს ვუჭერთ ჩვენი კოლეგის გათავისუფლების მოთხოვნას. ექიმი საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდეს. ცხინვალი  კი არის საქართველო. მივმართავთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუს, რომ გაითვალისწინონ ექიმი არის ჰუმანური ადამიანი და ის მიდიოდა იმისათვის, რომ დახმარებოდა ადამიან. ვითხოვთ ექიმი  არათუ გამოიყვანონ საპყრობილედან, არამედ მიეცეს მას საშუალება უმკურნალოს იმ ადამიანს“  – გვითხრა „იკამედის“  მთავარმა ექიმმა  გოჩა  კინწურაშვილმა.

„თეთრი ხალათების“ აქციას შეუერთდა ფოთის ევექსის ჰოსპიტალიც.

“ფოთის ჰოსპიტალიც ვუერთდებით ,,თეთრი ხალათების” აქციას. ეს არის ჩვენი თანადგომის, სოლიდარობის გამოცხადება დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისადმი, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. ამით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამ ფაქტის და ოკუპაციის მიმართ. სოლიდარობა ჩვენს დაკავებულ კოლეგას-“განაცხადა ფითის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

„გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გუშინ, 17 ნოემბერს თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.