პარ. აპრ 26th, 2024

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულებს ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მირანდა წერეთლის შუამდგომლობა.

ირაკლი კაკულიას ადვოკატის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება და ზოგადად მიმდინარე გამოძიება, არის ეკონომიკური და წინასაარჩევნო საბოტაჟი კაკულიას მიმართ.

აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდებამ კიდევ 7 პირი გამოავლინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. შვიდივეს გიორგი ჟვანიას, ზურაბ ჯამბურიას, თეიმურაზ ლატარიას, რაინდი შეროზიას, გურამ ონიანს, ჯაბა არდიას და გივი ბადაშვილს კი გირაო შეუფარდა