პარ. აპრ 26th, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა. ხიდის ოფიციალურ გახსნის ცერემონიალს ვიცე – პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი , სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სოფელ ლესიჭინეში,(ოჩხომურის უბანი), მდინარე ოჩხომურზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე ახალაშენებული საავტომობილო ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრია. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით დაფინანსდა.