პარ. მარ 29th, 2024

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ვიცე-პრეზიდენტი ლონა სტოლი, ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან ჯენერ ედელმანთან ერთად ეწვია. სტუმრებმა თევზის გადამამუშავებელი სახელოსნო და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია და მეთევზეობის პროფესიული პროგრამების სასწავლო კაბინეტები დაათვალიერეს.

ვიცე -პრეზიდენტმა შეაფასა კოლეჯის მიერ განხორციელებული პროექტი: „დღეს მე ვიხილე აქ კიდევ ერთი საინტერესო სასწავლო დაწესებულება, რომელიც არის შესანიშნავი მაგალითი, თუ, როგორ ხდება, საქართველოში განათლების სისტემის ტრანსფორმაცია, ახალ სტანდარტებზე გადასვლა, ახალი პროგრამებისა და ინოვაციური მოდულების დანერგვა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან დიდ წვლილს შევიტანთ საქართველოში არამხოლოდ განათლების ტრანსფორმაციის კუთხით, არამედ, იმ ახალი პროფესიებისა და ინოვაციების დანერგვით, რომელიც საბოლოო ჯამში წაადგება საქართველოში ეკონომიკური სექტორის გაძლიერებას და განვითარებას“-აღნიშნა ლონა სტოლმა.

საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“ გახლავთ „ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, რომელიც ახორციელებს პროექტს „ინოვაციები საქართველოს მეთევზეობის ინდუსტრიაში“.

ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სასწავლებელი ინოვაციური თევზის მრეწველობის მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა, აქვე ფუნქციონირებს ლაბორატორია და თევზის გადამუშავების სახელოსნო.