პარ. აპრ 26th, 2024

“ჩვენს რეგიონს აქვს ამოუწურავი ტურისტული პოტენციალი, უნდა შევქმნათ ახალი მარშრუტები“- ამის შესახებ
განცხადება გააკეთა სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან, მათ მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებთან შეხვედრისას.

გუბერნატორმა მერებს ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და არსებული მარშრუტების გამრავალფეროვნება დაავალა.
სამუშაო შეხვედრისას როგორც გაირკვა იგეგმება ბალდას კანიონზე ინფრასტრუქტურის განვითარება, სადაც ბევრად საინტერესო მარშრუტია ტურისტებისთვის. ასევე მოხდება ტურისტული მარშრუტების განვითარება მუხურში, ხობის წლის ხეობაში, ასევე ინწრას და სქურის მიმართულებითაც.

„ძალიან წარმატებულია მარტვილის კანიონი, უკვე ვმუშაობთ აბაშაში წყემის მიმართულების განვითარებაზე, გარდა ამისა აბაშის შემოსასვლელში განთავსდება ე.წ. “რეგიონის კარიბჭე”, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად მოხდება საინფორმაციო ცენტრის განთავსება, რომელიც მიიღებს რეგიონში შემოსულ ტურისტებს და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციებს, აქ არსებული ღირსშესანიშნაობების და ტურისტული ობიექტების შესახებ” – განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.