ხუთ. მარ 28th, 2024

,,მავნებელთან ბრძოლის საკითხებში მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ სოფლის რწმუნებულები,ასევე მოხალისეები რათა გატარებული სამუშაოები იქნეს ბევრად ეფექტური. ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მივიღებთ კონკრეტულ გეგმა-გრაფიკს, რის მიხედვითაც მოხდება მავნებელთან ბრძოლა და იმ სამუშაოების გატარება რაც მთავრობას აქვს დაგეგმილი” – ამის შესახებ განაცხადა გუბერნატორმა მერებთან შეხვედრაზე.

მერებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დასუფთავების მასშტაბური აქციის ჩატარებასთან დაკავშირებითაც. როგორც ლევან შონიამ აღნიშნა დასუფთავების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში კვირას, 4 მარტს ჩატარდება მასში ჩართვის სურვილი ნებისმიერ მოქალაქეს ექნება.

“ჩვენმა რეგიონმა მასშტაბურ დასუფთავების აქციაში გასულ წელს საქართველოს რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტი მოხალისე გამოიყვანა, წელსაც ეს მონაცემები აუცილებლად უნდა იყოს შთამბეჭდავი. ყველა უნდა გავუფრთხლდეთ ჩვენს ეზოს, ქუჩას, ქალაქს, რეგიონს, ქვეყანას და ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე. ჩვენს მუნიციპალიტეტებში დასუფთავების სამსახურები დღე და ღამე მუშაობენ, მათ მიერ გაწეული შრომა დაუფასებელია და ჩვენ სწორედ მათ უნდა მივბაძოთ სუფთა გარემოს შესაქმნელად. მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეს, თითოეულ მოქალაქეს მივიღოთ აქციაში მონაწილეობა და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე” – განაცხადა ლევან შონიამ.

გუბერნატორმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებისგან ინფრასტრუქტურული პროექტების მიმიდნარეობასთან დაკავშირებითაც მიიღო ინფორმაცია და მომავალი წლის პრიორიტეტული პროექტები განიხილა, რაც მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმაში აქვთ ასახული.