პარ. აპრ 26th, 2024

ასოციაცია ,,დიოსკურიას“ ამერიკელმა მოხალისეებმა მირანდა ლამბერთმა და სარა ფაიფმაზომ, თავიანთი ოჯახისა დანათესავების მიერ ამერიკაში
შეგროვებული 500-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის წიგნი საჩუქრად გადასცა. ქველმოქმედებაში ოჯახის წევრების გარდა ჩართული იყო შვეიცარიისა და შეერთებული შტატების საელჩო.

როგორც „დიოსკურიას“ ხელმძღვანელმა ნონა ხუხიამ განმარტა ბიბლიოთეკაში არის ისეთი წიგნებიც, რომელიც ქართულ ენაზე ჯერ-ჯერობით თარგმნილი არ არის და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ორიგინალში გაეცნონ ნაწარმოებებს. ინგლისურენოვანი წიგნების გარდა მკითხველი გაეცნობა თურქულ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულლ ტერატურასაც.
ბიბლიოთეკის ინტერიერის მოწყობასა და წიგნების ტრანსპორტირების ხარჯები ფოთის ნავსადგურმა გაიღო.
ინტერიერის გაფორმებაზე კი მხატვარმა ჯანიკო ჯანელიძემ იზრუნა

ბიბლიოთეკის ოფიციალურ გახსნას დაესწრო ვიცე მერი გიორგი ფარეშიშვილი, სახელოვნებო ცენტრის დირექტორი ნინო პაჭკორია და ქალაქში სტუმრად ჩამოსული გურამ ოდიშარია და რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.

ოდიშარიამ ბიბლიოთეკას აფხაზურ თემაზე დაწერილი ორი წიგნი ,,პრეზიდენტის კატა“ და ,,უღელტეხილი“ გადასცა საჩუქრად.