პარ. აპრ 26th, 2024

ფოთის მერის ახალი მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, თანამდებობაზე მოსვლისთანავე შეუდგა სამსახურებში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლას.

ფარეშიშვილმა საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად, კულტურისა და სპორტულ გაერთიანებებში შემავალი სკოლები და სხვა დაწესებულებები მოინახულა.

ამჯერად მერის მოადგილე ფოლკლორის ცენტრსა და ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლას ეწვია. იგი ასევე გაეცნო ჭიდაობის, ფეხბურთის, რაგბის, კრივის, კალათბურთისა და ხელბურთის კომლექსურ და საბრძოლო ხელოვნების სკოლებში არსებულ ვითარებას, მუშაობის პირობებს და მათ ხელმძღვანელებს პრობლემების მოგვარების გზებზე და სამომავლო ამოცანებზე გაესაუბრა