პარ. აპრ 26th, 2024

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც დაესწრო. ფესტივალი ვალერიან გუნიას სახელობის
სახელმწიფო დრამატულ თეატრში ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფესტივალს თეატრმცოდნეები, ხელოვანები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს რამდენიმე ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ფოთისა და სოხუმის მსახიობები.

ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მესამედ ტარდება. მისი მაშტატები ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის – „დღეს“ ორგანიზებით იმართება.