შაბ. აპრ 27th, 2024

დღეს ფოთში ფაზისობის დღესასწაული აღინიშნა. ,,ფაზისობა 2017“ ოფიციალურად ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქალაქის
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალით გაიხსნა.

საპატიო მოქალაქის წოდება 20 ადამიანს მიენიჭა.მათ შორისაა დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.
მთელი დღის განმავლობაში ქალაქის უბნებში სხვადასხვა შინაარსის კულტურული, შემეცნებითი და ისტორიული და სპორტული ღონისძიებები ტარდებოდა.

მალთაყვის უბანში, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და ქალაქის ქუჩებში საერთაშორისო კვესტი( თამაში) სახელწოდებით ,,ქალაქის საგანძური“ მიმდინარეობდა.

დღესასწაულის ფარგლებში.გართობისა და დასვენების პარკში ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ფაზისობის დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა, სადაც დაჯილდოვდნენ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისა და სპორტული თამაშების გამარჯვებულები, წლის საუკეთესო კურსდამთავრებულები და საერთაშორისო კვესტის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.