კვი. მაი 5th, 2024

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში სამი დაზარალებული მოვაჭრე გადაიყვანეს. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ქალბატონმა თვითმკვლელობა სცადა,

როგორც გავარკვიეთ მას რამდენიმე მაღაზია ქონდა, რომელიც სრულად დაიწვა.

კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმის თეა მიგინეიშვილის თქმით, პაციენტი საავადმყოფოში ხელზე ნაკვეთი ჭრილობით შევიდა და მას წინა მხრის არეში შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ხოლო დანარჩენ ორ დაზარალებულს ექიმის განმარტებით მათ ჰიპერტონული კრიზი ჰქონდათ. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით 7 საათზე გაჩნდა.
ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი.

სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული სახანძროები.

ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.