შაბ. მაი 11th, 2024

დუბაიში ძალისმიერ სამჭიდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფოთელი ძალოსანი ირაკლი ჭანტურია მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის სპორტსმენი. საქართველოს ღირსებას კი ფოთელი ძალოსანი ირაკლი ჭანტურია იცავდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ფოთელმა ძალოსანმა წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალიც მოიპოვა.
ფოთელმა ძალოსანმა მსოფლიო აბსოლიტური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ჩემპიონატზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 332.5 კგ შედეგი აჩვენა.