ხუთ. მარ 28th, 2024

ფოთში კრივში ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 90-მდე

სპორტსმენმა იასპარეზა.ტურნირზე მედლები გათამაშდა ათ წონით კატეგორიაში. ოთხ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ჩემპიონატზე მონაწილე 8 ფოთელი მოკრივედან სამმა პირველი ადგილი აიღო, ერთი კი მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა.

I ადგილებზე 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩარგაზია, 69 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მანჯავიძე და 81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი კაჭარავა გავიდნენ, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი 64 კგ წონით კატეგორიაში ბადრი ხუციშვილი გახდა. საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტის დავით კვაჭაძის თქმით სწორედ ამ ჩემპიონატის შემდეგ ჩამოყალიბდება საქართველოს ნაკრები ახალგაზრდებს შორის.