პარ. აპრ 19th, 2024

დღეს საჭადრაკო ფესტივალი საზეიმო ვითარებაში ქალაქის ცენტრალურ პარკში დაიხურა და მას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე,
ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.შეჯიბრის გამარჯვებული გიორგი სიბაშვილი გახდა,ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ აჩვენა.ასევე დასახელდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

ფესტივალი ტრადიციული და წელს ის მეთორმეტედ გაიმართა. მასში 13 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ დიდოსტატებიც.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა და 10 სხვადასხვა ტურნირი გაიმართა.

გამარჯვებული მოჭადრაკეები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. საჭადრაკო ფესტივალის საპრიზო ფონდი 45 ათას ლარს შეადგენდა.