სამ. სექ 17th, 2024

უკვე ოც წელზე მეტია აფხაზეთიდან დევნილი 5 ოჯახი ხობში, სახოკიას ქუჩაზე, პირველ ნომერში, “გზამშენებელი-1”-ის კუთვნილ შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
შენობა პრაქტიკულად ამორტიზებულია, არ არსებობს წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, აწვიმს ოთახებს, სანახევროდ აყრილია იატაკი. კედლები დაბზარულია და ნესტიანი. Mმაცხოვრებლები საკუთარი ხარჯებით ვერ ახერხებენ სახურავის გარემონტებას. ამდენად, ზამთარს შიშით ელოდებიან. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ელემენტარულ ყურადღებას ითხოვენ. `წლებია, ყურადღებას არავინ გვაქცევს. რაც აქ ვცხოვრობთ, არავის მოუხედავს ჩვენთვის. პატრონი არავინ გვყავს. შენობა კერძო საკუთრებაა. შიგნით არც წყალი გვაქვს, არც სააპირფარეშო, არავის ჩვენი ბედი არ აინტერესებს~- აცხადებს გალის რაიონიდან დევნილი ლეილა სოსელია. Mმის მეუღლეს გული აწუხებს და უჭირს ნესტიან ოთახში ცხოვრება. დევნილობის პირველივე დღეებიდან აქამდე აქ მოსახლე ოჯახებისთვის ცხოვრების პირობები არ გაუმჯობესებულა და ვერცერთმა ხელისუფლებამ მათთვის ვერ თუ არ მოიცალა. 2008 წელს, როდესაც ფოთში დევნილთა ახალი დასახლება გაჩნდა ხობის ე.წ “უშეზდორის” შენობაში მოსახლე ხუთ დევნილ ოჯახსაც გაუჩნდა იმედი, რომ მათაც მოუწევდათ ბინის მიღება ახალ რაიონში და გაუსაძლის პირობებს გადაურჩებოდნენ, თუმცა ამაოდ. უკვე ხელმეორედ, მიმდინარე წლის მარტში, როდესაც დაიწყო დევნილთა ახალი აპლიკაციების შევსება მათაც შეავსეს აპლიკაცია და ხუთიდან მხოლოდ ერთ ოჯახს მიეცა ბინა. დევნილებს უკვე საბოლოო იმედიც გადაეწურათ. როგორც გაირკვა, ამ დევნილების ბედი გაურკვეველია და უახლოეს პერსპექტივაში მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების შანსიც ნაკლებია.
სახოკიას ქუჩის #12-ში მცხოვრებმა დევნილებმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს როგორც ადგილობრივ შესაბამის უწყებას, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაც, თუმცა უშედეგოდ.
ლეილა კვარაცხელიას მსგავსად არიან უკეთესი პირობების მოლოდინში აქ მოსახლე დევნილები და ითხოვენ ზუგდიდიდან ჩამოვიდეს კომისია და დაათვალიერონ თუ რა პირობებში ცხოვრობენ ისინი. უნდა
იაშა სოსელიას ოჯახი სხვების მსგავსად აქ დევნილობის პირველივე დღეებიდან ცხოვრობს, მან გულის უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, ასევე ინვალიდობის სტატუსი გააჩნია მის მეუღლეს, აქვთ ასევე სოციალურად დაუცველის სტატუსი, ცხოვრობენ შენობის ერთ ოთახში, მეორე ოთახი კი სამზარეულოცაა და სხვა საჭირო ნივთების სათავსოც. მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა მათ ბინა მაინც არ მისცეს. ლეილა კვარაცხელია როგორც ამბობს: ” უკვე ოცი წელია აქ ვცხოვრობთ, თავი ჩვენი შრომით გაგვაქვს, მეუღლე ავადმყოფობს, მეც ძლივს დავდივარ, აქაურ პირობებს კი ხედავთ, ონკანი გარეთ გვაქვს, ასევე საპირფარეშო, ვიღებ სოციალურ დახმარებას მაგრამ ეს მონაცემები არ აღმოჩნდა საკმარისი რომ ბინა მოგვცენ და სიბერეში მაინც ნორმალურად ვიცხოვროთ” .
როგორც გავარკვიეთ შენობას კერძო მესაკუთრე ჰყავს, შპს `შარაგზამშენი 1”-ის შენობა 2004 წლიდან ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლის გივი შენგელიას საკუთრებაა. რომელიც ჯერჯერობით არ უპირებს დევნილებს გასახლებას. თუმცა, რა იქნება ხვალ და ზეგ არავინ იცის და გამოდის რომ შესაძლოა ადამიანები პირველი დევნილობის დღეების შემდეგ ხელმეორედ დარჩნენ ღია ცის ქვეშ.