შაბ. აპრ 27th, 2024

დღეს ფოთში საკრებულოს სხდომაზე პირველი დაპირისპირება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გაზრდას მოყვა.

ოპოზიციური ფრთა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა. მათთვის გაურკვეველი იყო თუ რამ გამოიწვია მიწის ფასების ზრდა, ,,როგორც სჩანს საკრებულოს თავმჯდომარე აპირებს ინვენსტორების მოზიდვას”, -იყო ოპოზიციის შეფასება.

არასასოფლო მიწის ფასის გაზრდას ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიაც არ დაეთანხმა, რაც ოპოზიციის სპექტრისათვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

ამგვარად, ოპოზიციამ და პოზიციამ აღმასრულებელი ხელისუფლების წინადადებას ერთხმად მხარი არ დაუჭირა.