პარ. მაი 3rd, 2024

ამის შესახებ მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსებში ინიცირებულ ცვლილებებში წერია. ამავე პრინციპით შედგენილი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც, მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა მომდევნო წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების წესს ცვლის და გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, თვითმმართველობებს დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% დაუტოვებს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დაფინანსების ახალი წესით, დღგ-ს 19%-იდან, დედაქალაქს – 50.01%, 4 თვითმმართველი ქალაქს ჯამში – 11.19%, დანარჩენ 58 მუნიციპალიტეტს კი 38.8% ერგება.