კვი. აპრ 28th, 2024

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ერთი საათის წინ დაჭრილი პატრულის თანამშრომელი შეიყვანეს. როგორც msnews.ge -ს კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრულის თანამშრომელი ცივი იარაღით, სწორედ მაშინ დაჭრეს, როცა იგი ბოროტმოქმედს მისდევდა, რომელმაც კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა გაძარცვა.