სამ. მარ 19th, 2024

ფოთის საჯარო ბიბლიოთეკაში ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის,

მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და 10 რომანის ავტორის – ბატონი თეიმურაზ ფაჩულიას წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. მან დამსწრე საზოგადოებას თავისი ახალი წიგნები – “ბესარიონ ხვინთელიანი” და “რჩეული” წარუდგინა.

„ამ წიგნებში ბევრი რამ არის თავმოყრილი, ფაქტიურად ნაჩვენებია ეპოქის პროფილი. შეძლებისდაგვარად შევეცადე მკითხველისთვის დამენახებინა ის სატკივარი და პრობლემები, რაც ბოლო პერიოდში დაგროვდა. ფოთს დიდი ისტორია აქვს და დარწმუნებული ვარ რომ დიდი მომავალიც აქვს“- აღნიშნა წიგნის ავტორმა.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „ავტორი წუხს და ფიქრობს ქვეყნის პრობლემატურ საკითხებზე და ის საფუძვლიანად უღრმავდება ჩვენი ქვეყნის ყოფა-ცხოვრებას. წიგნებში ძალიან საინტერესო დეტალებზეა ყურადღება გამახვილებული“- ამბობს თამარ ფაჩულია.