შაბ. მაი 4th, 2024

მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე გაქვთ აღებული, მისი გამოყენება დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში შეგიძლიათ,
რადგან 2018 წლის 1-ელ იანვარს დოკუმენტი იურიდიულ ძალას დაკარგავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეთ, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება მოგიწევთ.

2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწურება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განაახლოთ. ამისთვის მძროლებს არ მოუწევთ გამოცდების ჩაბარება.