შაბ. მაი 4th, 2024

„თავისუფალი დემოკრატების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატ თენგო ჩანკვეტაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ანზორ
ქუთათელაძე არასრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე საუბრობს. ქუთათელაძის განცხადებით მათ პარტიაზე საარჩევნო ნომრის მინიჭებას ხელოვნურად აგვიანებენ, მაშინ, როცა ყველა სხვა დანარჩენმა საარჩევნო სუბიექტმა უკვე სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება დაიწყო.

”საარჩევნო ნომრის უქონლობა მთელ რიგ პრობლემებს გვიქმნის: ვერ ვაწარმოებთ სრულფასოვან საარჩევნო კამპანიას, ვერ ვბეჭდავთ სააგიტაციო მასალას (ბანერებს, ბუკლეტებს, პლაკატებს), რაც არათანაბარ პირობებში გვაყენებს, სხვა პარტიებთან შედარებით. როგორც გვეუბნებიან საარჩევნო ნომერი მხოლოდ 8 სექტემბერს მოგვენიჭება”, – აცხადებს ქუთათელაძე.