პარ. აპრ 26th, 2024

ფოთში სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად ადგილობრივი ხელისუფლება ,,ემერჯენსის” გახსნას გეგმავს.

სავარაუდოდ, ,,ემერჯენსის” კლინიკა ყოფილი ფსიქიატრიული სავადმყოფოს ბაზაზე განთავსდება. როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილი აცხადებს აღნიშნული ტერიტორიის გადმოცემის თაობაზე ეკონომიკის სამინისტროში უკვე გაგზავნილია მოთხოვნა.

პირველ ეტაპზე ბიუჯეტში სარემონტო სამუშაოების ხარჯები 100 000 ლარით არის განსაზღვრული.

,,არ მაქვს პასუხი რატომ არ თუ ვერ ასრულებს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად თავის მოვალეობას სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსი“. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ფოთელების დამოკიდებულება ჩვენი საავადმყოფოს მიმართ არის უარყოფითი. აქიდან გამომდინარე მივიჩნევთ ,,ემერჯენსის” გახსნას. მინდა, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს საკითხი და მე პირობას გაძლევთ, რომ ჩავიცვამ რეზინის ჩექმებს და თავად დავადგები მუშებს თავზე, ყველაფერი სწრაფად და ხარისხიანად რომ გაკეთდეს“- განაცხადა ჩხარტიშვილმა.