ოთხ. აპრ 24th, 2024

დღეს ფოთს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს სპეციალისტთა ჯგუფი ეწვია, რომელიც ზღვის
სანაპიროს ზოლზე არსებული მასიური ქვების დამცავი ზოლის დეფორმირების გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის. დამცავმა ზოლმა დეფორმირება ნოემბერში, შვიდბალიანი შტორმის შედეგად განიცადა, რის შედეგადაც, სავალ ნაწილზე ბეტონის რამდენიმე ფილა ჩავარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დახმარებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამინისტროს მიმართა.

კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კაპანაძე, ამავე დეპარტამენტის მონიტორინგის განყოფილების უფროსი თეიმურაზ მეტრეველი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ შექმნილ ვითარებას. შესწავლითი ეტაპის შემდეგ,დაიდება კომპეტენტური დასკვნა, თუ რა სახის ეროზიულ პროცესები ვითარდება და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ზღვის მოსალოდნელი ინტენსიური შტორმის შემოტევებისგან მიღებული შედეგების აღმოფხვრისათვის.