პარ. აპრ 26th, 2024

5 ოქტომბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ინიციატივით ფოთის # 1 საბავშვო ბაღში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელები დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ღონისძიებას  ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად შუბითიძე და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების უფროსი მარგო ჯანიაშვილი ესწრებოდნენ.

სპმთპ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაციამ ფოთში არსებულ 15 სააღმზრდელო დაწესებულების აღმზრდელი ფასიანი საჩუქრებით  დააჯილდოვა. ორგანიზაციის თავჯდომარის განმარტებით  მსგავსი ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. მის ამ ინიციატივას ქალაქის ხელმძღვანელობისგანაც მოჰყვა შედეგი. როგორც ღონისძიებაზე გაჟღერდა მომავალი წლიდან გათვალისწინებული იქნება თანხები აღმზრდელების დაჯილდოებისათვის.