პარ. აპრ 26th, 2024

4 ოქტომბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინიციატივით ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მასწავლებელთა დღე აღინიშნა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით სიგელებით და ფულადი ჯილდოებით 2014-2015 წლის ქალაქის 16 საუკეთესო მასწავლებელი დაჯილდოვდა. ტრადიციულად ქალაქის # 1, 4 და 8 საჯარო სკოლებს საბიბლიოთეკო ფონდის გასამდიდრებლად წიგნების სასაჩუქრე ნაკრები გადაეცა.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად წლის 14  წარმატებულ პედაგოგს დღესასწაული მიულოცეს და ფულადი წამახალისებელი ჯილდოები გადასცეს ნელი გეგეშიძის ფონდმა.  ასევე 14 პედაგოგს ჯილდო  გადასცა ,,APM ”ტერემინალმაც.

3 პედაგოგს სიგელები და წამახალისებელი ჯილდოები გადასცა ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ინგა გვასალიამ.

დაჯილდოვების ცერემონიალი ცნობილი ანსამბლის „ცისფერი ტრიო“ -ს მიერ შესრულებული სასიამოვნო ჰანგებით დასრულდა.