ხუთ. აპრ 25th, 2024

 

ფოთში  „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის” ორგანიზებით ახალგაზრდებისთვის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა.

სემინარი  ჩატარდა „საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის“ დაფინანსებული პროექტის – „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ – ფარგლებში.

მისი მიზანი გახლდათ  სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება,

ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობა.

სემინარზე ახალგაზრდა ამომრჩევლებმა მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ ნაწილდება ხელისუფლება სამ ინსტიტუციას შორის; საუბარი იყო ასევე ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის სხვადასხვა გზებზე, როგორიცაა – არჩევნები,რეფერენდუმი, პლებისციტი;

თუ  როგორ ხდება არჩევითი ორგანოების ფორმირება და სხვა საარჩევნო მოქმედებებზე.

შეხვედრაზე საარჩევნო პროცედურებზე ახალგაზრდების უკეთ ინფორმირებისთვის გაიმართა იმიტირებული არჩევნების დღის განმავლობაში სავალდებულო პროცედურები.

სემინარის მონაწილეებს სამახსოვროდ დაურიგდათ საინფორმაციო  მასალები. ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო და საუკეთესო სლოგანი.