ხუთ. მარ 28th, 2024

ფოთში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი კიდევ ერთხელ გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით კონკურსი 14 აპრილის ნაცვლად სავარაუდოდ ივნისში ჩატარდება.

კონკურსის ჩატარების ვადების ცვალებადობასთან ერთად საკონკურსო კომისიის თავჯდომარეებიც იცვლებიან. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კაკულიას შემდეგ აღნიშნული პოსტი მერის მოადგილემ ლევან ჩოჩიამ დაიკავა, ამჯერად კი ჩოჩიამაც დატოვა თავმჯდომარის თანამდებობა და მას ისევ მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია ჩაენაცვლა. ჩოჩია თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზად ვადების გადაწევას ასახელებს. კონკურსის ჩატარების დროში გაწელვასა და თავმჯდომარეების ცვლას საკრებულოში ოპოზიციური პარტიის წევრები ხელოვნურს უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ 41 ვაკანსიაზე 872 კაციდან 2400-მდე განცხადებაა შესული, აქვე აღვნიშნავთ, რომ ერთ ადამიანს რამდენიმე ვაკანსიაზე (5 ვაკანსიაზე) შეუძლია გააკეთოს განაცხადი. ფოთელების გარდა ფოთში სამსახურის დაწყების მსურველი სხვა რეგიონებიდანაც არიან.ადგილობრივი ხელისუფლება საკითხზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს.