ხუთ. აპრ 18th, 2024

კოვიდ-19-ით დაინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში. ახალი შემთხვევა გუშინ, ამავე თემში სამარშუტო მძღოლის დაინფიცირებას უკავშირდება. ინფექცია ბათუმის კლასტერს მიეკუთვნება. დაინფიცირებული პიროვნება სამარშუტო ტაქსის მძღოლია, ის ასევე ემსახურება ქარიატის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს. შესაბამისად ქარიატის თემში დაიხურა საჯარო სკოლა. გუშინვე, ეპიდემიოლოგების მიერ მოძიებული იქნა 100-ამდე დაახლოებული პირი, რომლებსაც ჩაუტარდათ პიარ ტესტები. აღებული ტესტის პასუხების შედეგად დადასტურდა 7 ახალი შემთხვევა. დაინფიცირებულები ოჯახის წევრები და ოჯახთან დაახლოებული პირები არიან. აღნიშნულ თემში დღესაც მიმდინარეობს კონტაქტში მყოფ პირთა მოძიება და პიარ ტესტების აღება.