შაბ. აპრ 20th, 2024

ფოთში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათგან ერთი გეგმური კვლევისას გამოვლინდა, ხუთი შემთხვევა ბათუმს უკავშირდება.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ველოდებით მონაცემების ცვალებადობას. ამ დროისთვის ფოთში მდგომარეობა კონტროლირებადი და სტაბილურია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.