ოთხ. მაი 8th, 2024

ურთიერთთანამშრომლობის მაგალითებზე ისაუბრეს ქალაქ ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრაზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, ვიცე პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ და ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ინგა გვასალიამ.

ქალაქის მერის განცხადებით ფოთის მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს პროფესიული კავშირების საქმიანობას. სტუმრებმა ამ თანადგომისთვის მადლობაც კი გადაუხადეს

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ადგილობრივ ორგანიზაციაში 420 პედაგოგია გაწევრიანებული. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიაზაცია და მათთვის გაუმჯობესებული სამუშაო პირობების შექმნაა.