პარ. მარ 29th, 2024

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ საკრებულოს მე-2 (რიგგარეშე) მოწვევის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა,
რომელიც 15 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ვასილ თოდუას მოხსენების შემდეგ ზოგიერთმა საკრებულოს წევრმა ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატი დარეჯან ცხვიტარია დაინტერესდა რა თანხა იყო გათვალისწინებული სტადიონისა და სპორტის სასახლის მშენებლობისთვის და მოითხოვა ამ კუთხით შესაბამისი ფინანსების გათვალისწინება. ცხვიტარიასთვის ასევე გაუგებარი დარჩა რატომ იქნა ამოღებული ერთჯერადი დახმარებები ბიუჯეტიდან, მისი აღნიშნით კარგი იქნება ბიუჯეტში ისევ გაჩნდეს მუხლი ერთჯერადი დახმარებების გასაცემად.

ბიუჯეტი განსახილველად კვლავ მერიას დაუბრუნდა. მერია კორექტირებულ ვერსიას საკრებულოს 10 დეკემბრამდე გადაუგზავნის. საკრებულომ ბიუჯეტი 25 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.