ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, ფოთის მედიაცენტრმა კოლეჯ
„ფაზისის“ სტუდენტებთან გამართა შეხვედრა.
სტუდენტებისთვის თემატური ფილმის – „ხმა ამოიღე“ ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. ფილმში მოყვანილმა ფაქტებმა დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია. მათი აღნიშვნით საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს და თითოეულმა მოქალაქემ ხმა უნდა აიმაღლოს ძალადობის წინააღმდეგ.
„უამრავი ფაქტი ხდება ჩვენს ირგვლივ, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ჩუმადაა, ხმას არავინ იღებს. ზოგი შემთხვევა ფატალურათაც სრულდება, არადა, თავის დროზე, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ძალადობისთვის, ეს ფაქტი, არ მოხდებოდა. ვფიქრობ, საზოგადოების დონე ამ კუთხით ასამაღლებელია“- აღნიშნეს სტუდენტებმა.
ძალადობის წინააღმდეგ კვირეული 25 ნოემბრიდან დაიწყება და გაგრძელდება 10 დეკემბრამდე.