პარ. აპრ 26th, 2024

ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში 18 578-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა,

რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45%-ს შეადგენს.
ამ დროისთვის, საოლქო კომისიაში 5 საჩივარი შევიდა.

„საჩივრები კენჭისყრის პროცედურულ დარღვევებს ეხება. მას შემდგომ საოლქო კომისია განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“- განცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ სალომე როდონაიამ.