პარ. აპრ 26th, 2024

ამ წუთებში ფოთის #70 საოლქო საარჩევნო ოლქის წინ აქცია მიმდინარეობს. საარჩევნო ბლოკი ,,დიმტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული
მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“, ,,პატრიოტთა ალიანსის“, ,,ნაციონალური მოძრაობის“ და ,,ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატებმა და მათმა მომხრეებმა აქცია გამართეს. ოპოზიციონერები #31 უბანზე შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ამ დრომდე მობილიზებულია #31 უბანთან სამართალდამცველები. #70 საოლქოს

შესასვლელთან მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. კანდიდატების თქმით ეს აქცია არის გამაფრთხილებელი და ისინი არ შეწყვეტენ პროტესტს. კანდიდატებმა გააფრთხილება მისცა საოლქოს წარმომადგენლებს, რომ არ წაცდენოდათ ხელი გაყალბებისაკენ.