სამ. აპრ 30th, 2024

ფოთის #70 საარჩევნო ოლქში ყველა უბანი დროულად გაიხსნა. არჩევნები ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. #4 უბანი დარღვევის გარეშე გაიხსნა 7:00 წთ.

ამ უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 1052-ს შეადგენს, გადასატანი ყუთით 24 ამომრჩეველი,ხოლო სპეციალური სიით 9. პირველმა ამომრჩეველმა ხმა 8 სთ 5 წუთზე მისცა. უბნის გახსნას კომისიის ყველა წევრი ესწრებოდა, 9:00 სთ მონაცემებით, ამ უბანზე იმყოფებოდა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 22 დამკვირვებელი. საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთი 9 საათზე გავიდა.