შაბ. მაი 11th, 2024

ფოთში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ეზოში დასრულდა გოგონათა ორ დღიანი ეკო-ბანაკი. წელს უკვე ეროვნულმა პარკმა ორჯერ
უმასპინძლა გოგონათა ბანკს. პირველად ივნისის თვეში მოეწყო და მეორე კი სექტემბერში. ორდღიან ბანაკში გოგონები როგორც სამეგრელოდან ასევე სხვა რეგიონებიდანაც იყო ჩამოსული.

მათ ორი დღის განმავლობაში უცხოელი მოხალისეების დახმარებით სხვა და სხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ჩაუტარდათ ეკო გაკვეთილები. ისწავლეს საველე პირობებში საკვების მომზადება და პირველადი დახმარების აღმოჩენა.