შაბ. აპრ 27th, 2024

ფოთის ცენტრალურ პარკში სკვერის ბიბლიოთეკა „წიგნის ბუდე“ მოეწყო. აღნიშნული ღონისძიების შემდეგ კი ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საჯარო ლექციაც ,,წიგნიერება” გაიმართა. რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე უძღვებოდა. სკვერის ბიბლიოთეკიდან, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, აიღოს წიგნი და მისთვის ხელსაყრელ გარემოში წაიკითხოს, წაიღოს შინ, დააბრუნოს ან ჩაანაცვლოს ახალი ლიტერატურით. ცენტრალურ პარკში მოწყობილი ,,წიგნის ბუდე” , რომელიც სიმბოლურად ნიკო ნიკოლაძის კოშკის მაკეტის ფორმისაა, უკვე აღიჭურვა წიგნებით. საგანმანათლებლო პროექტი ,,წიგნის ბუდე’’ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით და ,,პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით, რამდენიმე წელია ხორციელდება და სხვადასხვა ქალაქში სკვერის ბიბლიოთეკის მოწყობას ითვალისწინებს.