პარ. აპრ 26th, 2024

ფოთში ,,აჭარა ტექსტილის” კლასტერი გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით დღევანდელი მონაცემებით COVID-19-ის ორი დადასტურებული შემთხვევა დაემატა, ორივე ინფიცირებული აჭარა ტექსტილის კლასტერს მიეკუთვნება. “სულ ადგილობრივი 74 შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა 24, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 5 ადგილობრივი , 10 პაციენტი მოთავსებულია ფოთის კოვიდ ცენტრში, 2 რუხის ინფექციურ საავადმყოფოში. 32 პირი მკურნალობას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ბინის პირობებში გადის. თვითიზოლაციაში იმყოფება 173 პირი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”- განგვიცხადეს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

შეგახსენებთ, რომ ფოთში ორი დღის წინ „კოვიდ-19“-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.