ხუთ. აპრ 25th, 2024

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფოთში მზადება უკვე დაწყებულია. 26 მაისს
ფოთის ცენტრალურ მოედანზე, თეატრთან გაიმართება შემდეგი სახის ღონისძიებები:

• დღის საკონცერტო პროგრამა / გალა-კონცერტი, ფოიერვერკი;
• საბავშვო გასართობი აქტივობები;
• ღია კინოთეატრი – ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებები;
• ინსტალაცია 100;
• გარემოს დაცვის თემატიკით კოსტიუმირებული მსვლელობა;
• ცოცხალი ფოტოზონა თეატრალური ელემენტებით;
• ისტორიული გამოფენა;
• VR-ზონა: დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება
• დაცული ტერიტორიების ლანდშაფტების გაცოცხლება;
• მცენარეების გამოფენა;
• პროფესიული სასწავლებლების გამოფენა

▶ 10:00-17:00 – ,,ისტორიის კვალდაკვალ“…-საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი;

▶10:00-20:00 –ლიტერატურული-მუსიკალური კომპოზიცია ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“…
მარინისტული გამოფენა-ფოთის შუქურა,
საზღვაო რუკების გამოფენა;- საქართველოს სახელწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური;

▶10:00-21:00 – ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენები;- პარკის მიმდებარედ;

▶10:00-18:00- საუკუნისწინანდელი ბიბლიოგრაფიული გამოცემების გამოფენა-პრეზენტაცია; საბიბლიოთეკო გაერთიანება;

▶11:00-11:40- სპორტული პროგრამა (კროსი, ველოგარბენი, სანიჩბოსნო სკოლისა და საიალქნო კლუბის მოსწავლეთა საჩვენებელი გამოსვლა მდ.რიონზე);

▶12:00 – 13:00 – საზეიმო კონცერტი, ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით; პირველი ნაწილი

▶13:00-13:40- წლის წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება;

▶14:00 – 14:40 – საზეიმო კონცერტი, ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით; მეორე ნაწილი

▶15:30-16:30 -მეკო სტუდია;

▶17:10- პირდაპირი ტრანსლირება -საქართველოს ჰიმნი, ანსამბლი ,,ფაზისი“;

▶17:20-18:00 -მეკო სტუდია;

▶19:30 –გალა კონცერტი, ფოიერვერკი.