შაბ. აპრ 20th, 2024

ამასთან დაკავშირებით დღეს ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კუნძულის უბნის მოსახლეობას შეხვდა და მათ საპროექტო წინადადებები გააცნო.

პროექტით, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 000 000 ლარია, ფილებისა და ჯებირის რეაბილიტაცია, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლის, ავტოსადგომის და სხვა ობიექტების მოწყობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

როგორც გავარკვიეთ კუნძულის უბნის რეაბილიტაციის პროექტი ფოთის მაჟორიტარის ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით ხორციელდება. იგი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.