ხუთ. აპრ 25th, 2024

უკრაინის ქალაქ ლუდსკში ძალისმიერ სამჭიდში ევროპის თასის გათამაშება გაიმართა. თასის გათამაშებაში მონაწილეობას ღებულობდა ევროპის 14 ქვეყნის ნაკრები გუნდი.

საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა 5 ფოთელი ძალოსანი: აკაკი შენგელია, დავით გულუა, ლევან გორგოძე, ირაკლი ჭანტურია და აკაკი ჯგუბურია.

ევროპის თასის გათამაშებაში ფოთელი ძალოსნებმა წარმატებით იასპარეზეს და 5 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ სამშობლოში და საქართველოს ნაკრებ გუნდთან ერთად ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ.

ფოთელმა ძალოსნებმა გამარჯვებასთან ერთად მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებაც მოიპოვეს, რომელიც უკრაინაში გაიმართება, ხოლო რაც შეეხება ცალკე გუნდურ ჩათვლას ფოთის კლუბმა ერთ–ერთ მოძრაობაში ,,ამოწევაში” პირველი ადგილი დაიკავა. სპორტის სამსახური გულითადად ულოცავს ფოთელ ძალოსნებს და მათ მწვრთნელს თემურ შერაზადიშვილს მიღწეულ წარმატებას. ჩვენც ვუერთდებით ძალოსნების ამ წარმატებას.