შიდა და გარე მიგრაცია- დაცარიელებული სოფლები
საქართველოში წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება დაცარიელებული სოფლების რიცხვი. ეს განსაკუთრებით მთიან რეგიონებს ეხება, მაგრამ არც ბარის სოფლები გახლავთ გამონაკლისი. გამალებული მიგრაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.